დგეს, გარემოს დაცვა მთელი მსოფლიოსათვის ერთ -ერთ აქტუქლურ საკითხს წარმოადგენს.ეკოლოგიური პრობლემები უცხო არა რის არც ჩვენი ქვექნისთვის და მათ შორის ჩვენი ქალაქისთვისაც.მოსწავლეები შეისწავლიან ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მოზეზებს მათ ქალაქში,ანტისანიტარიულ მდგომარეობას ხალხმრავალ ადგილებში,სკოლასთან,საკუთარ საცხოვრებელ ადგილებთან.მიუხედავად იმისა ,რომ ბავშვები სკოლის ტერიტორიას მასწავლებლებთან ერთად ხშირად ასუფთავებენ,სკოლის მიმდებარე ტერიტორია მალევე ბინძურდება მოსახლეობის მიერ უდიერად დაყრილი ნარჩენებით.ეს კი მოსწავლეებში სამართლიან გულისწყრომას იწვეწვს. ბავშვები აწარმოებენ გამოკითხვას მოსახლეობაში,სკოლის სამეზობლოში,ჩანაწერების სახით შეაგროვებენ მათ მოსაზრებებს ,წინადადებებს ქალაქში სისუფთავის დაცვასთან დაკავშირებით.გამოარკვევენ მიზეზებს რის გამოც სკოლის მეზობლად მცხოვრებნი გულგრილად უდგებიან სკოლის დასუფთავებული ტერიტორიის გაფრთხილებას.ამის შემდეგ მოსწავლეები სექმნიან სააგიტაციო ბუკლეტებს მოწოდებით დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმ გარემოს სადაც ვცხოვრობთ.ბუკლეტში მითითებული იქნება ის საფრთხეები რასაც გარემოს დაბინძურება იწვწვს.სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გააკრავენ პლაკატებს ფრაზებით,გაუფრთხილდით ბუნებას,დაიცავით სისუფთავე,პატივი ეცით სხვის შრომას.მომზადებულ მასალას მოსწავლეები წარმოადგენენ რუსულ და ქართულ ენებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий